The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე

ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე
Other name:ზოტიკე  (Pseudonym)
ოტრინჯელი  (Pseudonym)
Date of birth:27 March, 1868
Date of death:11 March, 1944  (at 75 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Writer, Journalist, Religious leader

Biography

   ზოტიკე ჩიქვილაძე დაიბადა 1868 წლის 27 მარტს შორაპნის მაზრის სოფელ მუჯიქეთში სოფლის მედავითნის ოჯახში.

   ზოტიკე ჩიქვილაძემ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის სტიპენდიით თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა, –სადაც 1883–1886 წლებში გოლა ჩიტაძის ხელმძღვანელობით შემდგარ არალეგალურ წრესა და ხელნაწერ ჟურნალ „ყვავილში“ მონაწილეობდა.

   1868 წლის 24 მაისს ზოტიკემ, იოსებ ლაღიაშვილთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღო რექტორ პავლე ჩუდეცკის მკვლელობაში, რის გამოც პასუხისგებაში იყო მიცემული, მაგრამ იოსებ ლაღიაშვილის წყალობით სასჯელს გადაურჩა და მმართველობამ, პოლიციის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, მშობლიურ  სოფელში გადაასახლა, სადაც მასთან ურთიერთობას ნათესავებიც კი ერიდებოდნენ.

   ხალხთან დაახლოებისა, მათ შორის კულტურულ-რევლუციური მუშაობი გასაჩაღებლად და პოლიციის თვალის ასახვევად, 1891 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის რჩევით სოფელში ჯერ სკოლა გახსნა, შემდეგ კი მღვდლად ეკურთხა და ანაფორით დაფარული ხალხში განმათავისუფლებელ აზრებს ავრცელებდა. სკოლა 1896 წლამდე იარსება.

   1905 წელს ზემო იმერეთში, სხვებთან ერთად, თვითმპყრობელობის დასამხობად, აშკარად დაიწყო პროპაგანდა, ხალხის რევოლუციისთვის დარაზმვა და იარაღის მომარაგება. ანაფორის ქვეშ, ხშირად, ხალხში იარაღი და პროკლამაციები მიმოჰქონდა.

    რეაქციის დაწყებისთანავე, მეფის მთავრობისაგან დევნილი ზოტიკე, არალეგალურად ცხოვრობდა.

   1908 წელს შეიპყრეს და 6 წლით კატორღაში გაგზავნეს, საიდანაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა და რევოლუციის მონაპოვართა განმტკიცებისათვის ბრძოლაში ჩაება.

   ზოტიკე ჩიქვილაძე სამწერლო საქმეს ციხეში შეუდგა. 1905 წელს დაწერა რომანი - „ახალი ტალღები“.

   რევოლუციის შემდეგ ჟურნალ  „პირველი ნაბიჯის“ სარედაქციო კოლეგიაში დაიწყო მუშაობა, სადაც სხვადასხვა წერილებსა და პატარ-პატარა მოთხრობებს ათავსებდა.

   1924 წლიდან ჟურნალ „რევოლუციის მატიანეში“ თანამშრომლობდა, სადაც გამოაქვეყნა „ტფილისის სემინარია, მე-80 წლებში“ და სხვა წერილები იგი ასევე თანამშრომლობდა მოსკოვის ჟურნალ „Каторга и ссылка“-ში.

   1924 წელს, პოლიტკატორღელების საზოგადოების საბჭოს დავალებით ჟურნალი „კატორღა და ციმბირი“ გამოსცა.

   1925 წელს, არქივის მასალების მიხედვით, „მოკლე მიმოხილვა 1905 წ. რევოლუციისა დასავლეთ საქართველოში და გუბერნატორი სტაროსელსკი“ გამოაქვეყნა ქართულ და რუსულ ენებზე.

   ზოტიკე ჩიქვილაძე 1944 წლის 11 მარტს ზესტაფონში გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

Bibliography


Share: