The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე საჩინოს ძე მესხი

ივანე საჩინოს ძე მესხი
Date of birth:1877
Date of death:25 June, 1934  (at 57 years)
Category:Geologist, Educator, Public Figure

Biography

    ივანე მესხი დაიბადა 1877 წელს.

    1898 წელს დაამთავრა თბილისის მიწათმზომელთა ინსტიტუტი და მუშაობდა სამეურნეო დაწესებულებაში გეოდეზიისა და მიწათმოწყობის საქმეში. ცნობილი იყო, როგორც საუკეთესი სპეციალისტი, რომელმა დიდი ამაგი დასდო საქართველოში მიწათმოწყობის ჩატარებას და ახალგაზრდა გეოდეზისტების აღზრდას. სპეციალურ ტექნიკუმებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა და ხელმძღვანელობდა გეოდეზიის კურსს.

    ივანე მესხი აქტიურად იბრძოდა სოციალისტურ მიწათმოქმედების მაღალხარისხოვანი კადრების მომზადებაში და ჩაბმული იყო საზოგადოებრივ საქმიანობგაში. იგი გახლდათ სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო ინსტიტუტის დოცენტი, მეცნიერ-მუშაკთა სექციის ადგილობრივი ბიუროს თავმჯდომარე და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის ორგანიზაციის ნამდვილი წევრი.

    ივანე მესხი გარდაიცვალა 1934 წლის 26 ივნისს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)

Share: