The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ისააკ ივანეს ძე საბაშვილი

ისააკ ივანეს ძე საბაშვილი
Date of birth:3 August, 1876  (147 years)
Burial location:უცნობია
Category:Politician, Public Figure

Biography

   ისააკ საბაშვილი დაიბადა 1876 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში შეძლებული გლეხის ოჯახში. პირველდწყებითი სწავლა-განათლება სასულიერო უწყების სასწავლებელში მიიღო.  სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით რეგენტად მუშაობდა ოზურგეთის სობოროში, რასაც 1903 წელს თავი დაანება და რსდმ პარტიის რიგებში გაწევრიანდა.

   1905 წელს ოზურგეთში მდგარი დამსჯელი რაზმის უფროსმა გენერალ ალიხანოვ-ავარიელმა დააპატიმრა და არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლა, მაგრამ სულთან კრიმ-გირეის შუამდგომლობით თავდებით გაანთავისუფლეს. 

  1906 წლის იანვარში, სადგურ ნატანებში, წითეული ასეულის აღლუმებში მიიღო მონაწილეობა. ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის „კანონიერი“ შემადგენლობის შემდეგ საბაშვილი არჩეული იქნა ქალაქის თავის მოადგილედ. მისი მოთხოვნით სამხედრო საკრებულოს შემადგენლობიდან გაძევებული იქნა მომრიგებელი შუამავალი.

   1906 წლის იანვარში, ოზურგეთში გენერალ კრილოვის დამსჯელი რაზმის მოსვლის შემდეგ, ისაკ საბაშვილი 1910 წლამდე გურიაში არალეგალურად მუშაობდა და ხვარბეთ-გურიანთის რაიონს ხელმძღვანელობდა უსაშინლესი რეაქციის პერიოდში.

   1910 წელს სოფელ ხვარბეთში მეფის ჯალათები თავს დაესხნენ ხელმძღვანელი კოლექტივის კრებას. საბაშვილი სასწაულებრივად გადაურჩა დაპატიმრებას და რადგანაც გურიაში მისი დარჩენა აღარ შეიძლებოდა, იგი გადაიხვეწა და 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში იმალებოდა. რევოლუციამ ქალაქ მაიკოპში მოუსწრო, სადაც იგი არჩეული იქნა სამოქალაქო პრეზიდიუმის წევრად და მაიკოპის თვითმმართველობის ხმოსნად. იმავე წლის ივლისში, სრულიად რუსეთის ერთობათა კავშირის ტყავეულობის საექსპორტო ნივთიერებათა დამამზადებელი ქარხნის მუშებმა, თბილისში სრულიად რუსეთის ერთობათა კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის მმართველობის წევრად აირჩიეს, რომლის ლიკვიდაცია მოხდა 1918 წლის დასაწყისში.

   ისააკ საბაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)

Share: