|
ივანე ალმასხანის ძე ურუშაძე
Date of birth: | 18?? |
Date of death: | 19?? |
Category: | Medical Doctor |
Biography
ივანე ურუშაძე დაიბადა ალმასხან შერვაშიძის მრავალშვილიან ოჯახში. მისი ნამდვილი გვარი შერვაშიძე იყო. მამამისს აფხაზეთში რუსების შესვლის მერე გამოქცევა მოუწია და მას შემდეგ ურუშაძის გვარით ცხოვრობდნენ.
ივანე ურუშაძის დედმამისშვილები 1930-იან წლებში თითქმის ყველა დახვრიტეს. თავის დროზე ალმასხანმა, ყველა შვილს საუკეთესო განათლება მისცა, მაგრამ კომუნისტების მიერ გამოცხადებულ ნადირობისაგან ვერ იხსნა. თავად ივანე, კომუნისტებისგან დევნას იმიტომ გადაურჩა, რომ არაერთი შინსახკომის თანამშრომელი ჰყავდა განკურნებული.
ივანე ურუშაძეს ჰყავდა მეუღლე ლუბა ფიჩხაძე და ორი შვილი: ლილი და გივი. ივანემ თავის შვილებს სასტიკად აუკრძალა ოჯახის ისტორიასა და წარმომავლობაზე ლაპარაკი.
ივანე ურუშაძის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები უცნობია.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-1921)
Bibliography
|