Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ზაქარია ჩიჩუა![]()
Biographyზაქარია ჩიჩუა დაიბადა 1875 წელს გურიის სოფელ ჭანჭათში სასულიერო პირის ოჯახში. მამას დიდი სურვილი ჰქონდა სასულიერო პირი გამხდარიყო, ამიტომაც სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში შეეძლებოდა ჩაბარება, მაგრამ სემინარიის ნაცვლად ზაქარიამ აფთიქში შეგირდად დაიწყო მუშაობა. 3 წლის მუშაობის შემდეგ მას უფლება ეძლეოდა რომელიმე უნივერსიტეტში ფარმაცევტობაზე ჩაებარებინა გამოცდები. მან ეს გამოცდა ჩააბარა და სხვადასხვა აფთიაქებში მუშაობდა, ძირითადად თბილისში. პარალელურად ჩაბმული იყო რევოლუციურ მოძრაობაში. 1905 წლის რევოლუციის დროს თბილისის ამქართა და ნოქართა მოძრაობას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში იგი ჭიათურა-ყვირილის რაიონში გადავიდა და იმდროინდელი მოვლენების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ითვლებოდა. ამ მოძრაობის დამარცხების შემდეგ არალეგალურად კვლავ თბილისში დაბრუნდა და ისევ აფთიაქში განაგრძო მუშაობა. ამ პერიოდში, ქალაქის თვითმართველობის მიერ მოწვეულ კრებაზე, რომლის თავმჯდომარეც ზაქარია იყო, კაზაკების თავდასხა მოხდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა თბილისს გასცლოდა და პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტულ კურსებზე ჩააბარა, რომელიც 2 წლის შემდეგ ფარმაცევტის დიპლომით დაამთავრა. ზაქარია პეტერბურგიდან ისევ საქართველოში დაბრუნდა, ბათუმში დაიწყო მუშაობა და პარალელურად ადგილობრივი რევოლუციური მუშაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ბათუმში იგი დააპატიმრეს და სხვა წევრებთან ერთად სასამართლომ ციმბირში გადასახლება მიუსაჯა, საიდანაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. საქართველოში დაბრუნებული ისევ რვოლუციურ მოძრაობაში ჩაება და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ნაციონალური სიმდიდრის სააფთიაქო ნაწილს, სააფთიაქო მარაგების საწყობს ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოს ქალაქთა და ერობათა კავშირისგან ჰქონდა ჩაბარებული. იმ დროისთვის წამლების შემოტანა შეზღუდული იყო და ამ საწყობმა ზაქარიას მოვლითა და პატრონობით სასიცოცხლო სამსახური გაუწია მთელ საქართველოს. საქართველოს ოკუპირების შემდეგ ზაქარია სხვებთან ერთად უცხოეთში გაიხიზნა. ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ ბერლინში და ბოლოს პარიზში, სოფელ ლევილში დაფუძნდა, სადაც მან დაალაგა და წესრიგში მოიყვანა მთავრობის არქივი და შეადგინა ემიგრაციის არქივი. სადაც კი ხელი მიუწვდებოდა თავს უყრიდა ემიგრაციის ყველა გამოცემას. ზაქარია ჩიჩუა გარდაიცვალა 1951 წლის 31 დეკემბერს და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |