The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სევერიანე ბეჟანის ძე ჯავახია

სევერიანე ბეჟანის ძე ჯავახია
Other name:Овевидец  (Pseudonym)
Сенакели  (Pseudonym)
Date of birth:10 August, 1879  (145 years)
Date of death:192?
Category:Publicist, Public Figure

Biography

   სევერიან ჯავახია დაიბადა 1879 წლის 10 აგვისტოს სენაკის მაზრის სოფელ გუჯიეთში.

   სევერიანმა პირველდაწყებითი განათლება სენაკის სკოლაში მიიღო და სწავლა გააგრძელა ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც მხოლოდ ექვსი კლასი გაიარა და 1897 წლიდან რკინიგზის ტელეგრაფში დაიწყო მუშაობა.

   1903 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში გაერთიანდა.

   1905 წელს, საყოველთაო გაფიცვის დროს, რკინიგზის ტელეგრაფის გაფიცვას ხელმძღვანელობდა, რამაც ორ თვეს გასტანა, იმავე დროს ორგანიზაციის სასარგებლოდ ფულს აგროვებდა.

   1906 წელს სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ გაზეთ „Баку“-ში მუშათა ყოფა-ცხოვრების გამაშუქებელ კორესპონდენტად და პარტიულ-რევოლუციური მსოფლმხედველობის დასაცავად მიავლინა. წერდა ფსევდონიმებით, ზოგჯერ ხელმოწერის გარეშეც.

   სევერიან ჯავახია პარტიულ-რევოლუციური მუშაობისთვის პასუხისგებაში რამდენჯერმე იყო მიცემული, 1914 წლიდან ნახჭევანში გადაასახლეს ჟანდარმთა ზედამხედველობის ქვეშ, სადაც 1917 წლის  რევოლუციამდე დარჩა.

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტია (რსდმპ) (1903-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)

Bibliography


Share: