The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გერვასი იოსების ძე ჯაოშვილი

გერვასი იოსების ძე ჯაოშვილი
Date of birth:1884
Date of death:1969  (at 85 years)
Burial location:თბილისი, კუკიის სასაფლაო
Category:Religious leader

Biography

  გერვასი ჯაოშვილი დაიბადა 1884 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ ნიგოზეთში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში.

  1910-1913 წლებში სამხედრო სამსახურში იდგა. 1914-1917 წლებში მღვდლად მსახურობდა დმანისის რაიონის დიდი გომარეთის ეკლესიაში.

  1917-1931 წლებში ჯერ სოფელ ავლევის, ხოლო შემდეგ სურამის ეკლესიის მღვდელი იყო. 1931-1955 წლებში იძულებით განმოსილია. 1955 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიის მოძღვარი გახლდათ. 

  გერვასი ჯაოშვილი გარდაიცვალა 1969 წელს და დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჩალოს მაზრის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, სამტრედიის ქ. N 10.

Share: