The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ (მიკი) მიხეილის ძე ასათიანი

მიხეილ (მიკი) მიხეილის ძე ასათიანი
Date of birth:10 May, 1882
Date of death:20 January, 1938  (at 55 years)
Burial location:თბილისი
Category:Medical Doctor

Biography

     ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, საქართველოში მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი მიხეილ ასათიანი დაიბადა 1882 წელს ქალაქ თბილისში.

     1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივესიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე. 1911 წელს თავის მასწავლებელ პროფესორ ვ. სერბსკისთან ერთად დატოვა უნივერსიტეტი განათლების მინისტრის კასოს რეაქციულ მოქმედებათა წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მუშაობდა მოსკოვის ნევროფსიქიატრიულ სანატორიუმში და რედაქტორობდა ჟურნალ "Психотерапия"–ს.

    1916 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

    1917 წელს აირჩიეს მოსკოვის უნივესიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტად. 1920-1938 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კათედრის გამგედ. ამასთანავე, 1925 წლიდან გარდაცვალებამდე, ხელმძღვანელობდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქიატრიის ინსტუტს, რომელსაც 1948 მისი სახელი მიენიჭა. აღსანიშნავია მიხეილ ასათიანის გამოკვლევები ფსიქიურ აშლილობათა ფიზიოლოგიური მექანიზმების დასადგენად. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ფსიქიატრიაში მოძღვრება პირობითი რეფლექსების შესახებ. მასვე ეკუთვნის ფსიქოთერაპიის ორიგინალური ე. წ. "რეპროდუქციულ განცდათა" მეთოდი.

    მიხეილ ასათიანი გარდაიცვალა 1938 წელს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: