The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მაისურაძე

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მაისურაძე
Date of birth:12 January, 1894
Date of death:1 April, 1931  (at 37 years)
Category:Musician, Educator, Public Figure

Biography

     ალექსანდრე მაისურაძე დაიბადა 1894 წლის 12 იანვარს თბილისში ნიკოლოზ მაისურაძისა და ნინო გოგლიაშვილის ოჯახში.

   ალექსანდრე მაისურაძე სწავლობდა თბილისის ქართული გიმნაზიაში.

    1902-1915 წლებში მუსიკას ასწავლისა ზაქარია ფალიაშვილ და პარალელურად მის გუნდში მღეროდა.

    1916 წელ,  მე-7 კლასიდან ქართულ ფილარმონიული საზოგადოების სკოლაში გადავიდა მუსიკის თეორიის კლასში, სადაც თენგიზ სულხანიშვილი, ია კარგარეთელი და ზაქარია ფალიაშვილი ასწავლიდნენ.

    1917 წელს თბილისში ჩამოაყალიბა მომღერალ მუშა-მოსამსახურეთა გუნდი და კონცერტებს მართავდა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში., აგრეთვე, მოაწყო თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელთა და სადარაჯო რაზმის ჯარისკაცთა „უწყებრივი გუნდები“ , გაწვრთნა გუნდები, კონცერტებს მართავდა თბილისის კლუბებში, თეატრებში და პროვინციებში საიუბილეო საღამოებზე.

   1918 დემოკრატიულ კლუბში გაიმართა ალექსანდრე მაისურაძის გუნდის კონცერტი და დიდი სალიტერატურო-სამუსიკო-საცეკვაო საღამო ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ სასარგებლოდ. 

   1919 წლის ზაფხულში ალექსანდრე მაისურაძის ლოტბარობით ხელოსანთა კლუბში სამხედრო სამინისტროს მცველ ჯარისკაცთა კონცერტი გაიმართა. 

   1920 წლის მაისში ქართულ კლუბში პირველად დაიდგა პიესა „ქალის ცხოვრება“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ალექსანდრე მაისურაძის მომღერალთა გუნდი და აზიური ორკესტრი. 

   1928-1930 წლებში თბილისის კონსერვატორიაში სწავლობდა

    ალექსანდრე მაისურაძემ ჩაწერა 500-მდე ხალხური სიმღერა, ასევე შექმნა საკუთარი სიმღერები  ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა პოეტთა სიტყვებზე.

   ალექსანდრე მაისურაძე აქვეყნებდა სტატიებს ქართული ხალხური მუსიკის შესახებ, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სასწავლებლებში სიმღერის მასწავლებლად. ეწეოდა საკომპოზიტორო მოღვაწეობასაც.

   ალექსანდრემ  გუნდისთვის ნოტებზე გამართა მელიტონ ბალანჩივაძის ოპერა „დარეჯან ცბიერიდან“ მასხარას კუპლეტები და სხვა სიმღერები, რომლებიც ფირფიტებზეა გადაღებული.

    პეტრე მირიანაშვილის 5 მოქმედებიან საოპერო ლიბრეტოზე „ქალის ცბიერება“ (ერეკლე II-ის ცხოვრებიდან) დაიწყო ოპერის წერა, დაწერა დუეტი, საცეკვაო ნომერი და სხვა, რომლის დასრულებაც სამწუხაროდ ვერ მოასწრო.

   ალექსანდრე მაისურაძე გარდაიცვალა 1931 წლის 1 აპრილს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Bibliography


Share: