The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



პეტრე ივანეს ძე ქავთარაძე

პეტრე ივანეს ძე ქავთარაძე
Date of birth:14 July, 1883
Date of death:3 October, 1941  (at 58 years)
Category:Lawyer, Lawyer, Interpreter, Repressed, Public Figure

Biography

      პეტრე ქავთარაძე დაიბადა 1883 წლის 14 ივლისს (ძვ.სტ.) ქუთაისის გუბერნიის სოფელ ზოვრეთში. უმაღლესი განათლება პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო, რომელიც 1915 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა. პეტრე ქავთარაძე საქართველოში დაბრუნებისთანავე ნაფიც დამცველთა კოლეგიაში ჩაეწერა.

    ქვეყნის დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) იგი პავლე საყვარელიძესთან ერთად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ალიონის“ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლის ბეჭდვითი ორგანო იყო გაზეთი „ალიონი“ და რომელიც ოპოზიციაში ედგა ნოე ჟორდანიას მთავრობას. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ადვოკატად გააგრძელა მუშაობა და დამცველად გამოდიოდა დიდ სასამართლო პროცესებზე.

    1927-1928 წლებში პეტრე ქავთარაძე გახლდათ ლიტერატურული გაერთიანება „არიფიონის“  და აგრეთვე მწერალთა კავშირის წევრი. 1937 წელს მას მონაწილეობა აქვს მიღებული რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში, მთელ ლექსიკურ მასალას გაუკეთა რედაქცია და თავად ითავა ფრაზეოლოგიისა და მაგალითების დამატება. პეტრე ქავთარაძე იყო იურიდიული ტერმინოლოგიის, რომელიც 1963 წელს გამოვიდა,  ერთ-ერთი შემდგენელი.

    პეტრე ქავთარაძე მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მის კალამს ეკუთვნის ორიგინალიდან ნათარგმნი სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, „ანტიგონე“, პლატონის „სოკრატეს აპოლოგია“, „კრიტონი“, ციცერონის „პირველი სიტყვა კატილინას წინააღმდეგ“, ოვიდიუსის „ჰეროიდები“ და სხვა.

    პეტრე ქავთარაძე გახლდათ რეპრესირებული. როგორც ცნობილია, იგი 1941 წელს შიმშილით გარდაიცვალა „გულაგის“ ბანაკში და დაკრძალულია  პოტმაში, მორდოვეთის რესპუბლიკაში.

Member of Organizations

  • ლიტერატურული გაერთიანება "არიფიონი", წევრი (1927-1928)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: