The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სვიმონ სამსონის ძე წერეთელი

სვიმონ სამსონის ძე წერეთელი
Other name:ქართლ-იმერელი  (Pseudonym)
ჯიღაღი   (Pseudonym)
სენო  (Changed name)
Date of birth:6 March, 1895  (129 years)
Category:Playwright, Actor/Actress, Journalist, Entertainer

Biography

    სვიმონ წერეთელი დაიბადა 1895 წლის 6 მარტს გორის მაზრის სოფელ გარეჯვარში.

    სვიმონ წერეთელმა დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, სადა უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

    1917 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. იგი წერდა სათეატრო-სახელოვნებო და სამწერლო საკითხების შესახებ.

    სვიმონ წერეთელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ თაოსნობით დაარსებულ ქართველ მომღერალთა და მუსიკოსთა კავშირის შექმნაში და ამ კავშირის თაოსნობით 1918 წელს წარმოდგენილი იქნა რ. გოგნიაშვილის პირველი ქართული ორიგინალური ოპერა „ქრისტინე“.

    1923 წელს სვიმონ წერეთელმა პირველი საბავშვო თეატრი დააარსა და წარმოდგენილი იქნა დავით ნახუცრიშვილის „ნაცარქექია“. სვიმონ წერეთელი საგანგებო წარმოდგენებს მართავდა ნორჩი თაობისა და ახალგაზრდობისათვისაც.

    ამავე წელს პირველმა ჩამოაყალიბა მოძრავი სანიტაგიტაციური თეატრი - სანიტარიული განათლების თეატრი. საკუთარი დასითა და ჯანსახკომის მინდობილობით საქართველოსა და მისი ავტონომიური რესპუბლიკების შორეულ კუთხეებში (თუშ-ფშავ-ხევსურეთს, შირაქს, აჭარას, აფხაზეთის ქალაქ-სოფლებში) გამართა 6 000 წარმოდგენა ბევრ ისეთ ადგილას, სადაც თეატრის სახელიც კი არ გაეგონათ. თავად ქმნიდა სანიტაგიტაციურ პიესებს.

    1935 წელს დააარსა პირველი ანტირელიგიური თეატრი, რომელმაც 1 200 ანტირელიგიური წარმოდგენა გამართა და შექმნა ოსოავიაქიმიის თეატრი. ყოველი წარმოდგენის წინ ადგილობრივი ექიმი, კულტმუშაკი თუ სხვა დამსწრე გლეხობას უმარტავდა გადამდებ სნეულებათა საშიშროებას, მათი გაჩენის მიზეზებს, მათ წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროება და რელიგიის მნიშვნელობას, რასაც საამისოდ საგანგებოდ დაწერილი პიესებით უჩვენებდნენ.  მან პირველმა შექმნა სანიტ-აგიტაციური პიესები მალარიის, ჭლექის, სიფილისის, ექიმბაშობის, რელიგიის, ლოთობისა და მეძაობის წინააღმდეგ ბრძოლის სწორი, მეცნიერული ცოდნის საშუალებით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Bibliography


Share: