შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ანდრია იაკობის ძე ჭიაბერაშვილი![]()
ბიოგრაფიაანდრია ჭიაბრიშვილი დაიბადა 1884 წლის 13 მაისს (ძვ. სტ.) ქალაქ თბილისში მოქალაქის ოჯახში. პირველდაწყებითი საქალაქო სასწავლებელი დაამთავრა თბილისში და ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში ხარატად დაიწყო მუშაობა. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი. 1907 წელს ანდრო ჭიაბრიშვილი რსდმპ ლონდონის მე-5 ყრილობაზე დელეგატად იყო მიწვეული თბილისის ორგანიზაციიდან. 1911 წელს პოლიტიკური საბაბით იქნა დაპატიმრებული. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ანდრო ჭიაბრიშვილი ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და ამავე წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად იქნა არჩეული. 1917 წლის დეკემბერში ჭიაბრიშვილი საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი გახლდათ და არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს არჩეული იყო თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად. 1919 წლის 12 მარტიდ ანდრო ჭიაბრიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს და მუშაობდა საბიუჯეტო-საფინანსო და სამხედრო კომისიებში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მან დატოვა საქართველო და მცირე ხნით სტამბოლში ემიგრაციაში ცხოვრობდა, საიდანაც მალევე საქართველოში დაბრუნდა. საგანგებო კომისიამ (ჩეკა) დააპატიმრა და რამდენიმე თვით მოთავსებული იყო მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში". გათავისუფლების შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს, ანდრო ჭიაბრიშვილი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, კვლავ დააპატიმრეს და კვლავ მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში" მოათავსეს. 1922 წელს, სხვა პოლიტპატიმართან ერთად, ეტაპით მოსკოვში გადაგზავნეს რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად. ანდრო ჭიაბრიშვილი სსრკ შინსახკომის კომისიის გადაწყვეტილებით 1923 წელს არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს, საიდანაც 1926 წელს გაათავისუფლეს. ანდრო ჭიაბრიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემდგომი ბედი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |