Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ელენე იოსების ასული ჭიჭინაძე![]()
Biographyელენე ჭიჭინაძე დაიბადა 1867 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჭოლევში. 1890 წელს ელენემ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი დაამთავრა და იმავე წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. ივანე რატიშვილთან ერთად 11 წლის განმავლობაში საკვირაო სკოლაში უფასოდ ასწავლიდა ქუთაისსა და თბილისში. ელენე ჭიჭინაძე პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან. ჟურნალებში „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“ მათი დარსებისთანავე ათავსებდა საკუთარ და ნათარგმნ მოთხრობებს. ელენე აქტიურად მონაწილეობდა ქართველ ქალთა წრეში, რომლის ნაშრომი „საბავშვო ზღაპრები“ ალექსანდრე ჯაბადარმა გამოსცა. 1897 წლის 4 იანვარს, კავკავის ქართული სკოლის დარბაზში, ელენე ჭიჭინაძის მეთავეობითა და ელისაბედ მოზდოკელოვის მონაწილეობით გაიმართა საცეკვაო საღამო, რომლის შემოსავალიც მთლიანად გადაეცა კავკავის ქართულ სკოლას. ელენე დაუღალავად მუშაობდა ხალხის საგანმანათლებლო ასპარეზზე. სოფლებში გზავნიდა სახალხო რევოლუციურ და პროგრესული შინაარსის წიგნებსა და გაზეთებს, დააარსა წიგნთსაცავ-სამკითხველო, მართავდა წარმოდგენებს და ჭოლევში საკვირაო სკოლა გახსნა. საგანმანათლებლო საქმიანიბასთან ერთად ელენე ჭიჭინაძე მეტნაკლებად ჩართული იყო პარტიულ საქმიანობაში. იგი ტექნიკურ დავალებებს უსრულებდა სოციალ-დემოკრატებისა და სოციალ-ფედერალისტების არალეგალურ წრეებს. ელენე ჭიჭინაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |