შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ანტონ ქაიხოსროს ძე ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიაანტონ ჯაფარიძე დაიბადა 1887 წელს ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში. საშუალო განათლება ერევანში მიიღო. 1908 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ჩააბარა დონის ქალაქ ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-სამელიორაციო ფაკულტეტზე, რომელიც 1915 წელს წარმატებით დაამთავრა. სტუდენტობის დროს დაქირავებული შრომით ირჩენდა თავს. 1916 წლიდან ანტონ ჯაფარიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. ანტონ ჯაფარიძე გახლდათ ინჟინერი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კოლხეთის ჭაობის ამოშრობაში. საქართველოში მისი თაოსნობითა და ხელმძღვანელობით მოწყობილი იქნა დიღმის ველის სარწყავი სისტემა, გაიყვანეს ქსნის ველის სარწყავი არხები, შეაკეთეს ყარაის სარწყავი სისტემა, აჯამეთის სარწყავი სისტემა და სხვა. ყველგან, სადაც მუშაობდა, გლეხები მისი კმაყოფილები იყვნენ. ქსნის გლეხებმა მადლობის ნიშნად ადგილობრივი სამელიორაციო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს, საქარისა და ობჩის მცხოვრებთა წარმომადგენლის მოთხოვნით აჯამეთის სარწყავ არხს ეწოდა ინჟინერ ჯაფარიძისა და კ. ფერაძის სახელი. ანტონ ჯაფარიძე სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა, უკანასკნელად მისი სამუშაო ადგილი იყო საქართველოს წყალთა სამმართველო. ანტონ ჯაფარიძე ინჟინერ კ. ფერაძესთან ერთად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 1929 წლის 5 ნოემბერს მოკლული იქნა სოფელ სვირში და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |