შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ვიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიავიქტორ ჯაფარიძე დაიბადა 1872 წელს იმერეთში, მღვდლის ოჯახში. 1886-1890 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1890-1896 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1899 წლის 9 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და დუშეთის მაზრის, სოფელ ნაღორევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1901 წელს იმერეთში გადაიყვანეს და სოფელ ძმუისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1902 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ რკვიისას მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1906 წელს თავასის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1912 წლის 16 აპრილიდან ვიქტორ ჯაფარიძე ხრეითის წმინდა გიორგის სახელობის (ლოლაძეების უბანი) ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1914 წლის 15 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, ეკლესიის დევნის პერიოდში, მამა ვიქტორი იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა. ვიქტორ ჯაფარიძე გარდაიცვალა 1943 წლის 17 იანვარს და დაკრძალულია სოფელ ხრეითის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |