Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
დავით ვასილის ძე ხიმშიაშვილი![]()
Biographyდავით ხიმშიაშვილი დაიბადა 1873 წელს ქუთაისში, აზნაურ ვასილ ხიმშიაშვილის ოჯახში. განათლება ქუთაისის თავად-აზნაურთა სკოლაში მიიღო და შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელში ფარმაცევტის განხრით. დავით ხიმშიაშვილი მუშაობდა ქუთაისში, აფთიაქში პროვიზორის თანამდებობაზე. მისი მეუღლე გახლდათ ალექსანდრა (საშა) ლეშკაშელი, რომელიც თავადაც ფარმაცევტი გახლდათ. 1914 წელს დავით ხიმშიაშვილი საცხოვრებლად ზესტაფონში გადავიდა, სადაც საკუთარი აფთიაქი გახსნა და სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მეუღლესთან ერთად. 1917-1922 წლებში იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის გამგეობის წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. დავით ხიმშიაშვილი გახლდათ 1942 წელს, კომუნისტების მიერ, ანტიკომუნისტური საქმიანობისთვის დახვრეტილი კონსტანტინე (კოტე) ხიმშიაშვილისა და მწერალ დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორიას ბიძა. დავით ხიმშიაშვილი გარდაიცვალა 1948 წელს და დაკრძალულია ქალაქ ზესტაფონში. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |