|
სვიმონ გრიგოლის ძე ბუკია
Legal name: | სიმონ გიორგის ძე ბუკია |
Other name: | ს. ბუკნარელი (Pseudonym) |
Date of birth: | 1889 |
Date of death: | 30 August, 1924 (at 35 years) |
Burial location: | უცნობია (დახვრეტილი) |
Category: | Journalist, Repressed |
Biography
სიმონ ბუკია დაიბადა 1889 წელს გურიის სიფელ ბუკნარში, ღარიბი გლეხის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და დედა ობლობასა და გაჭირვებაში ზრდიდა.
1910 წელს სიმონი ვოლინის გუბერნიაში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებს აწყობდა და მეფის მთავრობის წინააღმდეგ რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა. ტრამვაიზე მუშად ყოფნის დროს, პირველმაისობაში აქტიური მონაწილეობისთვის ჟანდარმების განკარგულებით ექვსი თვე ციხეშიც იჯდა.
1914 წელს, სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, სიმონი გაზეთ „ფიქრის“ რედაქტორად მუშაობდა, რომელიც ვლადიმერ ახმეტელაშვილის ხელმძღვანელობით გამოდიოდა. მალევე მთავრობამ გაზეთი დახურა, ხოლო სიმონ ბუკია დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. სხვადასხვა დროს იგი „ეშმაკის მათრახში“ და „თეატრი და ცხოვრებაში“ თანამშრომლობდა. იგი თბილისის მუშებში დიდი ნდობით სარგებლობდა.
სიმონ ბუკია დახვრიტეს 1924 წლის 30 აგვისტოს 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის.
Member of Organizations
- მენშევიკური პარტია, წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
Bibliography
|