Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ლევან დავითის ძე გურიელი (ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი)![]()
Biographyლევან გურიელი დაიბადა 1824 წელს. იგი გახლდათ გიორგი V გურიელის შვილიშვილი. დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია და ამის შემდეგ ლაიბგვარდიის კავკასიის ესკადრონში ჩაირიცხა. 1844-1851 წლებში ლევან გურიელი იყო კავკასიის კორპუსში და იბრძოდა დაღესტანში, საკორდონო ხაზზე, რისთვისაც კაპიტნის ჩინი დაიმსახურა. 1853-1855 წლებში ლევან გურიელი გახლდათ ქუთაისის გუბერნიის თავადაზნეურთა წინამძღოლი. ყირიმის ომის დროს, კავკასიის ფრონტზე, მეთაურობდა დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთაგან ჩამოყალიბებულ სახალხო ლაშქარს. შეკვეთილთან სასაზღვრო ხაზის დაცვის დროს პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკის შესანიშნავი ცოდნა და განსაკუთრებული სამხედრო საზრიანობა გამოავლინა, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენერალ ივანე ანდრონიკაშვილის გამარჯვებებს. ნიგოითისა და ჩოლოქის ბრძოლებში რუსეთის იმპერიის ჯარში შემავალი გურიისა და იმერეთის სახალხო რაზმებს სარდლობდა. 1865 წელს ლევან გურიელმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში მიიღო მონაწილეობა და ამ ომში იმერეთის რაზმს მეთაურობდა, რომელმაც სამხრეთის მიმართულებით ბრძოლებში გამოიჩინა თავი. 1879 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო და ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ლევან გურიელი, გარდა სამხედრო მოღვაწეობისა, ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. 1879 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი, მუშაობდა სამუზეუმო გამოფენებში, მატიანეთა მოძიებაში და ამავე დროს მატერიალურად ეხმარებოდა მოწინავე შემოქმედ ახალგაზრდობას. ლევან გურიელი გარდაიცვალა 1888 წლის 11 მაისს და დაკრძალულია თბილისში, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. Member of Organizations
Awards and Honors
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |