The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ყაზბეგი

ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ყაზბეგი
Date of birth:1844
Date of death:1915  (at 71 years)
Category:Publicist, Public Figure, Philanthropist

Biography

   ელისაბედ ყაზბეგი დაიბადა 1844 წელს დაბა სტეფანწმინდაში პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი და ხევის გამგებელი გაბრიელ ყაზბეგი. იგი გახლდათ გენერალ გიორგი ყაზბეგის და.

   ელისაბედმა პეტერბურგში საბებიო სასწავლებელი დაამთავრა.

   1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს იგი მოხალისედ მუშაობდა ოზურგეთის „რიონის რაზმის“ ლაზარეთში მოწყალების დად.

   1879-1880 წლებში ელისაბედ ყაზბეგი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" პროტოკოლის მიხედვით, საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ახალციხეში.

   1885 წლიდან ელისაბედი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   1897 წელს ელისაბედ ყაზბეგმა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წიგნსაცავს შესწირა ძველი სიგელ-გუჯრები, წიგნები. ფული, პორტრეტები, არქეოლოგიური ნივთები და სხვა.

   ელისაბედ ყაზბეგი გარდაიცვალა 1915 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარე წევრი ახალციხეში. (1879-1880)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-)

Share: