The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით ანდრიას ძე აბდუშელიშვილი

დავით ანდრიას ძე აბდუშელიშვილი
Date of birth:1852
Date of death:1919  (at 67 years)
Category:Critic, Educator, Publicist, Public Figure

Biography

    დავით აბდუშელიშვილი დაიბადა 1847 წელს ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. სტუდენტობის დროიდან, 1880-იან წლებში, აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ „იმედში“, გაზეთ „დროებაში“ და იყო ქუთათური გაზეთის „შრომის“ ორგანიზატორთა ჯგუფში.

    დავით აბდუშელიშვილი ქართველი რევოლუციონერი ხალხოსნების იდეოლოგიას იზიარებდა. მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ხალხოსანთა ორგანოში „იმედში“ და გაზეთ „დროებაში“. საინტერესოა აბდუშელიშვილის რამდენიმე წერილი, რომელშიც გამოთქმულია როგორც მისი ხალხოსნური შეხედულებანი და ესთეტიკა, ისე დამოკიდებულება მის თანამედროვე პუბლიცისტიკასთან. მას  ქვეყნის უდიდეს მტრად „ეკონომიური სიღატაკე და გონებით დაბნელება“ მიაჩნდა, რის აღმოსაფხვრელადაც ცოდნის გავრცელებას, სკოლების დაარსებას  და ნასწავლი საზოგადოების სასარგებლო წევრებად აღზრდას მოითხოვდა. აქვეყნებდა წერილებს მაშინდელი განათლების სისტემისა და სასწავლებელთა მდგომარეობაზე, სასამართლოს მდგომარეობასა და ქართველი გლეხობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 

   1880 წლიდან დავით აბდუშელიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში. 

      დავით აბდუშელიშვილი გარდაიცვალა 1919 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-1886)

Bibliography

Contacts Information

  • Business
    Address:ხონი, სამასწავლებლო სემინარია

Share: