The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სევერიან ივანეს ძე მუსერიძე

სევერიან ივანეს ძე მუსერიძე
Date of birth:18??
Date of death:1937
Category:Writer, Journalist

Biography

დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში. თავდაპირველად ფოთში, ხოლო 30-იანი წლებიდან კი თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. 1937 წლის დასაწყისში თბილისში გარდაიცვალა ავადმყოფობით.

ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. წერდა და თარგმნიდა. ჟურნალებში: „ლახტი“(1914-1925წწ.) და „თანამედროვე აზრი“ გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ლექსები, სხვადასხვა პუბლიკაცია; აგრეთვე თარგმანები, ძირითადად ლექსები და ნაწყვეტები პოემებიდან(ლერმონტოვი, ბალმონტი...). 
ფოთში გამოცემულ გაზეთში - „ახალი კოლხეთი“ (1972 წლის საიუბილეო ნომერში) წერია, რომ ამ გაზეთის(რომელსაც თავდაპირველად „მუშის ხმა“ ეწოდებოდა) პირველი რედაქტორი 1921 წლიდან სევერიან მუსერიძე იყო. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; იგი არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი და ფოთში განათლების სისტემის ხელმძღვანელი იყო.

ნინო მუსერიძე


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1918-)

Share: