Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ეკატერინე (ცაცა) გიორგის ასული ამირაჯიბი (კნეინა)![]()
Biographyეკატერინე ამირაჯიბი დაიბადა 1889 წლის 22 თებერვალს (ძვ.სტ.) სოფელ ხურვალეთში. სწავლობდა თბილისის ქალთა ეპარქიულ სასწავლებელში, რომელიც 1906 წელს დაამთავრა და მუშაობა დაიწყო სახალხო თეატრში (ავჭალის აუდიტორია). 1911 წელს ცაცა ამირაჯიბმა მოსკოვში სოფია ხალიუტინას თეატრალური სტუდია დაამთავრა და ამის შემდეგ, 1943 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა თეატრებში მუშაობდა. იგი მოღვაწეობდა ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, ბაქოს, თბილისის რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრებში. 1932 წლიდან ცაცა ამირაჯიბი „სახკინომრეწვის“ (ახლანდელი კინოსტუდია „ქართული ფილმი“) მსახიობი იყო. იგი დრამატულ და ტრაგიკულ როლებს თამაშობდა. მის მიერ შექმნილი სცენური სახეები უშუალობითა და მაღალი მხატვრული ოსტატობით გამოირჩეოდა. ზეინაბი სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატში“, ქეთევანი ერისთავის „სამშობლოში“, თამარ მეფე კოტე მესხის „შოთა რუსთაველში, მაშა ტოლსტოის „ცოცხალ ლეშში“, ქეთევან დედოფალი ყაზბეგის „ქეთევან წამებულში“, ემილია შექსპირის „ოტელოში“, ჰერტრუდა „ჰამლეტში“ და ლაურენსია ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროში“... ეს არის მის მიერ სხვადასხვა თეატრებში შესრულებული როლების არასრული სია. ცაცა ამირაჯიბი გადაღებულია 40–მდე მხატვრულ ფილმში. მისი როლებია: კეკე „მაგდანას ლურჯაში", ხაზუა "ხევისბერის გოჩაში", მელანო „რაც გინახავს, ვეღარ ნახავში" და სხვა. ცაცა ამირეჯიბმა პირველმა ქართულ ესტრადაზე საფუძველი ჩაუყარა მხატვრული კითხვის ტრადიციას, იგი ამ დარგის პიონერი და სამსახიობო კარიერის პარალელურად საქართველოს რადიოს პირველი დიქტორი იყო. ცაცა ამირაჯიბი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და ფაღავასა და „სახკინმრეწვთან“ არსებულ სტუდიებში კითხულობდა მხატვრული მეტყველების კურსს. იგი დაჯილდოებული იყო მთავრობის ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით. ცაცა ამირაჯიბი გარდაიცვალა 1975 წლის 17 ნოემბერს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |