The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით სტეფანეს ძე დვალი

დავით სტეფანეს ძე დვალი
Date of birth:1874
Date of death:1 September, 1924  (at 50 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Worker, Politician, Repressed

Biography

  დავით დვალი დაიბადა 1875 წელს რაჭის რაიონის სოფელ პატარა ონში.

  1882 წლიდან ზეინკლად მუშაობდა თბილისის რკინიგზის სახელოსნოებში. 1896 წლიდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში და 1902 წლიდან იყო მუშათა გაფიცვების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის რკინიგზის პირველი მარქსისტული წრის წევრი.

    1905 წლიდან, დავით დვალი თავისი ძმის, ალექსის სახლში პარტიულ არალეგალურ კრებებსა და შეხვედრებს მართავდა, რაშიც მას დიდ დახმარებას უწევდნენ, მეუღლე ვალენტინა ლომთაძე და რძალი რესიმე დვალი, რევოლუციონერთა იარაღს ინახავდა სახლში.

   1905 წელს ამბაკო ჭელიძესთან ერთად თბილისში დააარსა რაჭა-ლეჩხუმის დამხმარე სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი, რომლის გამგეობის წევრიც თავად იყო და პარტიის სალაროსა და ფინანსებს განაგებდა.

   1906 და 1909 წლებში დააპატიმრეს, როგორც მებრძოლი რაზმის წევრი და არალეგალური რევოლუციური ლიტერატურის გამავრცელებელი. ამიერკავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლომ ოთხი წლით კატორღა მიუსაჯა, გადასახლებაში გაჰყვა მეუღლეც.

   1913 წელს, განთავისუფლების შემდე,გ საცხოვრებლად ირკუტსკის გუბერნიაში გაგზავნეს, სადაც კვლავ აგრძელებდა რევოლუციურ მუშაობას.

   1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, საბოლოოდ გათავიოსუფლდა და არჩეული იქნა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრად.

   1924 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დროს, როგორც მენშევიკი დააპატიმრეს აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით, გამოუტანეს სასჯელის უმაძღლესი ზომა და იმავე წლის 1 სექტემბერს დახვრიტეს.

Member of Organizations

  • მენშევიკური პარტიის წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Bibliography


Share: