შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ბარბარე გიორგის ასული ანდრეევსკაია![]()
ბიოგრაფიაბარბარე თუმანიშვილი დაიბადა 1819 წლის 1 ნოემბერს გიორგი თუმანიშვილისა და მარიამ ორბელიანის ოჯახში. ბარბარე გახლდათ სცენისმოყვარე ქალბატონი, გიორგი ერისთავის მიერ განახლებული ქართული თეატრის პირველი წარმოდგენების მონაწილე ქალი. მან თავისი მონაწილეობით, ქართულ სცენაზე გზა გაუკაფა ქალის გამოსვლას და ამით მშობლიური თეატრის საძირკველის ჩაყრას შეუწყო ხელი. 1850 წელს ბარბარე თუმანიშვილმა "გაყრაში" კნეინა მაკრინეს როლი შეასრულა, ხოლო იმავე წელს ნინოს როლი "დავაში". ბარბარე თუმანიშვილი გახლდათ გრაფ მიხეილ ვორონცოვის პირადი ექიმის - ერასტი ივანეს ძე ანდრეევსკის მეუღლე და მათ ჰყავდათ ორი ქალიშვილი: ნინო და ელენე, რომელიც გახლდათ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის ვაჟის, გიორგი შერვაშიძის მეუღლე და დაკრძალულია მოქვის ტაძარში მეუღლის გვერდით. აკაკი წერეთელი წერდა: "ანდრიევსკი ვარანცოვის სასახლის საკუთარი მკურნალი იყო, შინაური კაცი, და, სადაც უნდა ყოფილიყო ვარანცოვი, ყველგან თან ახლდა. ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი, თავად თუმანიშვილისა". ბარბარე თუმანიშვილი-ანდრეევსკაია გარდაიცვალა 1893 წლის 28 დეკემბერს და დაკრძალულია თბილისში, მამადავითის ეკლესიაში ქალიშვილის გვერდით. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |