The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე დიმიტრის ძე ნასიძე

კონსტანტინე დიმიტრის ძე ნასიძე
Date of birth:18??
Category:Musician, Publicist, Public Figure

Biography

   კოტე ნასიძის დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია. იგი გახლდათ მუსიკისა და თეატრის მოღვაწე  და პრესაში წერილებს აქვეყნებდა მუსიკის შესახებ.

   კოტე ნასიძეს ეკუთვნის ვოდევილები: „წუთით საცოლე“, „ავლაბრის დიოგენი“ და დრამა „ცხოვრების მეჯლისზე“, რომელიც 1886 წლის 9 თებერვალს ქართული თეატრის სცენაზე დაიდგა.

   კოტე ნასიძე დიდ მონდომებით აგროვებდა ხალხურ ნაწარმოებებსა და გამოცანებს. იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი 1908 წლიდან და ფართოდ იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში.

   1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაიგზავნა „ქართველი ხალხის პეტიცია“, სადაც წერია, რომ რუსეთმა დაარღვია 1783 წელს დადებული „გეორგიევსკის ტრაქტატის“ პირობები, ხელჰყო ქვეყნის ავტონომია და ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება. პეტიციაზე ხელმომწერნი ითხოვდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას. საზოგადოების მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა შორის კონსტანტინე ნასიძის ხელმოწერაც არის დაფიქსირებული.

   საუკუნოვანი პეტიციის ორიგინალი აღმოჩენილი იქნა გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის უორდროპების კოლექციაში.

   1911 წლის 26 მარტს, მიხეილ კავსაძის ქართული მუსიკის საღამოზე, კონცერტის დაწყებამდე სიტყვა წარმოსთქვა კოტე ნასიძემ, რომელმაც ისაუბრა საერთოდ მუსიკისა და კერძოდ, ქართული მუსიკის შესახებ: „ქართველებს ხალხური მუსიკა ჰქონდათ ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს. სამწუხაროა, რომ სკოლებში არ ასწავლიან და თანდათან დავიწყებას ეძლევა, მაშინ, როდესაც მუსიკასა და ცხოვრებას შორის მტკიცე კავშირია... იმ ხალხმა, რომელმაც ასეთი მუსიკა შექმნა, უფლება აქვს გამოავლინოს თავისი გრძნობები და მისწრაფებანი არსებობისთვის“.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Bibliography


Share: