The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



პლატონ ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი

პლატონ ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი
Date of birth:1861
Date of death:1945  (at 84 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

   პლატონ ხელთუფლიშვილი დაიბადა 1862 წელს ქუთაისში, აზნაურ ბესარიონ ხელთუფლიშვილისა და ფეოდოსია ლორთქიფანიძის ოჯახში.

   1884 წელს ხელთუფლიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემატიკური ფაკულტეტი, ხოლო 1888 წელს პეტერბურგის მიმოსვლის გზათა საინჟინრო ინსტიტუტი დაამთავრა.

    1908 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში.

     1917 წლამდე ხელთუფლიშვილი სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა რუსეთის რკინიგზების საექსპლოატაციო სამმართველოებში და მშენებლობებზე, ხოლო 1919-1924 წლებში მოსკოვის მიმოსვლის გზათა სახელმწიფო კომისარიატში.

    1925 წლიდან პლატონ ხელთუფლიშვილი ლექციებს კითხულობდა თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსებაში.

    ხელთუფლიშვილი გატაცებული იყო ჭადრაკით და მე-20 საუკუნის დასაწყისში ხშირად იღებდა მონაწილეობას "შახმატნი ჟურნალის" მიმოწერით ტურნირებში. იგი გახლდათ ნიკო ნიკოლაძის დეიდაშვილი.

   პლატონ ხელთუფლიშვილი გარდაიცვალა 1945 წელს თბილისში.

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1941-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Share: