The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე (სანდრო) მიხეილის ძე ჯალიაშვილი

ალექსანდრე (სანდრო) მიხეილის ძე ჯალიაშვილი
Date of birth:1873
Date of death:1919  (at 46 years)
Burial location:მცხეთა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
Category:Educator, Religious leader

Biography

   ალექსანდრე ჯალიაშვილი დაიბადა 1873 წელს.

   1909 წლიდან ალექსანდრე ჯალიაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   1915 წლის 4 მარტს სვეტიცხოვლის 12 მოციქულის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.

   1917 წელს დეკანოზის წოდება მიანიჭეს. მამა ალექსანდრე პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა.

   1917 წლის 12 მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოცხადდა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა, ხოლო ამავე წლის 11-17 სექტემბერს საეკლესიო კრებაზე აირჩიეს საქართველოს პატრიარქი. შეიქმნა ახალი ეპარქიები, დადგინდა მმართველი მღვდელმთავრები და დეკანოზი ალექსანდრე წილკნის საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. იგი პატიოსნებითა და ეკლესიისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა.

   დეკანოზი ალექსანდრე, გადმოცემის მიხედვით, თურმე შემთხვევით უკანასკნელად შეხვდა ილია ჭავჭავაძეს იმ საბედისწერო დღეს. ერთმანეთს გამოელაპარაკნენ, ამის შემდეგ ილიამ გზა განაგრძო...  ერის მამა მოკლეს. 7 სექტემბერს, საგურამოდან ილიას ცხედრის თბილისში გადმოსვენების დღეს, მცხეთის ჯვრის მონასტრის ძირში პროცესიას დახვდა დეკანოზი ალექსანდრე სამღვდელოებასთან და თავის ურიცხვ მრევლთან ერთად და მას იქ ემოციური, გრძნობით აღსავსე სიტყვა წარმოუთქვამს...

   დეკანოზი ალექსანდრე ცნობილი მეფუტკრე ყოფილა და ამ დარგში ბევრს მუშაობდა. დღემდეა შემორჩენილი მისი ჩანაწერები ფუტკრის მოვლასა და თაფლის სასარგებლო თვისებებზე.

   1919 წელს მამა ალექსანდრე მოულოდნელად, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)

Awards and Honors

  • 1915 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Share: