The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ესტატე ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი (გენერალ–მაიორი)

ესტატე ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი
Legal name:ევსტათი მხარგრძელის ძე ფავლენიშვილი
Date of birth:10 June, 1844
Date of death:23 April, 1909  (at 64 years)
Category:Military Person

Biography

   ესტატე ფავლენიშვილი დაიბადა 1844 წლის 10 ივნისს.

   1863 წელს დაამთავრა იმპერატორ ნიკოლოზ I სახელობის მოსკოვის მე-2 კადეტთა კორპუსი და 1864 წელს ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი.

   1865-1868 წლებში კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ კამპანიებში იღებდა მონაწილეობას.

   1877-1878 წლებში იბრძოდა რუსეთ-თურქეთის ომში, მე-19 ფეხოსანი დივიზიაში შტაბს-კაპიტნის ჩინით, ხოლო 1880-1881 წლებში ახალთექინის ლაშქრობაში.

   1892-1894 წლებში, პოლკოვნიკის წოდებით, მეთაურობდა ყუბანის პირველ პლასტუნთა ბატალიონს. დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით.

   1898 წელს გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით თადარიგში გავიდა.

   1909 წლიდაბ ესტატე ფავლენიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   ესტატე ფავლენიშვილი გარდაიცვალა 1909 წლის 23 აპრილს კისლოვოდსკში.

Member of Organizations

  • კავკასიის ოფიცერთა სესხის კაპიტალის კომიტეტი , თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)

Awards and Honors

  • 1882 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1881 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1880 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

Share: