The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ რომანის ძე ლეჟავა

ნიკოლოზ რომანის ძე ლეჟავა
Legal name:ნიკოლოზ რომანოზის ძე ლეჟავა
Date of birth:13 February, 1883
Date of death:5 January, 1927  (at 43 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Engineer, Educator

Biography

   ნიკოლოზ ლეჟავა დაიბადა 1883 წელს თბილისში.

   თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1903 წელს, შორაპანში ამიერკავკასიის რკინიგზისწ მე-4 სალიანდაგო უბანზე მუშად დაიწყო მუშაობა.

   1905 წელს ჭიათურაში გზის ოსტატად გადაიყვანეს, სადაც ცოტა ხანში ტექნიკოსად დააწინაურეს.

   1908 წელს წელს, სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდე, გზათა ტექნიკოსის წოდება მიიღო. ამავე დროს, ჭიათურა-დარკვეთ-საჩხერის ხაზის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლის მოვალეობასაც ასრულებდა.

   1911 წელს ბაქოში გადაიყვანეს, სადაც ერთი წლის განმავლობაში უბნის უფროსის თანაშემწედ მუშაობდა.

   კახეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყებისთანავე, ნიკოლოზ ლეჟავა თბილისი-ვაზიან-იორის დისტანციის უფროსად დაინიშნა, ხოლო გზის მშენებლობის დამთავრების შემდეგ პირველი სალიანდაგო უბნის უფროსად.

   1917 წელს ნიკოლოზ ლეჟავას მონაწილეობითა და ძალისხმევით თბილისში "ქართული ტექნიკური საზოგადოება" დაარსდა.

   1919 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 60 სტუდენტი უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად გაიგზავნა. აქცენტი აღებული იყო პრაქტიკული გამოცდილების ახალგაზრდებზე, სადაც ნიკოლოზ ლეჟავამ სტიპენდიანტთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა. 

   1924 წელს ნიკოლოზმა შარლოტენბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის წოდებით წარჩინებით დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ზაჰესის მშენებლობაზე უბნის უფროსად დაინიშნა და შეთავსებით თბილისი-კოჯრის რკინიგზის გეგმის შედგენაზე მუშაობდა. 

    1926 წელს ნიკოლოზ ლეჟავა ქლაქის აღმასკომში ტექნიკური ნაწილის გამგედ გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზის ხელმძღვანელობა დაევალა.

   ნიკოლოზ ლეჟავა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდა.

   ნიკოლოზ ლეჟავა გარდაიცვალა 1927 წლის 5 იანვარს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • "ქართული ტექნიკური საზოგადოება", ერთ-ერთი დამაარსებელი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-1917)

Share: