შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მიხეილ სვიმონის ძე ბენაშვილი![]()
ბიოგრაფიამიხეილ ბენაშვილი დაიბადა 1877 წელს სასულიერო პირის, დეკანოზის ოჯახში. 1891 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1897 წელს დაამთავრა. 1898 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 14 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ყარსის მხარეში, დაბა ხოროშოს ეკლესიაში განამწესა. 1898 წელს კარდენახის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაინიშნა. ჩასვლისთანავე მან კარდენახში გახსნა სკოლა, რისთვისაც ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) 1898 წელს საგვერდულით დააჯილდოვა. 1900 წელს სტეფანწმიდის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში გადაიყვანეს და დუშეთის მაზრის მე-4 ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1902 წელს არბოშიკის წმინდა ილია წინასწარმეტყველოს ტაძარში დაინიშნა. 1904 წლიდან ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარია და რამდენიმე თვეში ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1905 წლიდან მიხეილ ბენაშვილი მირზაანის ქალთა სკოლაში ასწავლის. 1917 წლის აპრილში დააპატიმრეს და რამდენიმე დღე ციხეში გაატარა. გამოსვლის შემდეგ ერთი თვე ბათუმში იმალებოდა. 1917 წლის 16 ივნისს ცილისმწამებლური წერილის გამო ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დაითხოვა მაჩხაანის სამრევლოდან. 1921 წელს უნებართვოდ შეიჭრა მაჩხაანის სამრევლოში, რის გამოც 1921 წლის 25 აგვისტოს განიკვეთა სამღვდელო ხარისხიდან. 1922 წლის იანვარში მისი საკითხი განიხილა სპეციალურმა კომისიამ. 1924 წელს გაიხადა ანაფორა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ჰყავდა მეუღლე სოფიო სერგის ასული და შვილები: გიორგი, არჩილი, ზინაიდა. გარდაცვალების თარიღი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |