The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



აბრამ ტიმოთეს ძე ბაღაშვილი

აბრამ ტიმოთეს ძე ბაღაშვილი
Date of birth:1850
Date of death:16 October, 1932  (at 82 years)
Burial location:ბოდბის საერო სასაფლაო
Category:Educator, Religious leader

Biography

   აბრაამ ბაღაშვილი დაიბადა 1850 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ბოდბეში მღვდლის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და  1872 წელს დიაკვნად აკურთხეს. ამავე წლის 20 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმინდა გიორგის ტაძარში დაინიშნა.

    1874 წლის 4 მაისს ბოდბის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაიყვანეს. 1880 წლის 21 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

    1886 წელს მღვდელი აბრაამი ბოდბის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1887 წელს სკუფია უბოძეს.

    1888 წელს მღვდელი აბრაამი, სასწავლო დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ქართული ბიბლიით დაჯილდოვდა.

    1893 წელს ველისციხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს, სიღნაღის მაზრის მე-3 ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და კამილავკა ეწყალობა.

     1893 წელს მღვდელი აბრაამი საქართველოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის, სიღნაღის მაზრის განყოფილების წევრად აირჩიეს, ხოლო 1895 წელს კვლავ ბოდბის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დააბრუნეს. 1896 წელს ბოდბის ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წელს საეპარქიო სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა.

    1899 წელს მღვდელი აბრაამი სამკერდე ოქროს ჯვარით დაჯილდოვდა. 1900 წელს გათავისუფლდა მთავარხუცესის პოსტიდან და საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) მადლობა გამოუცხადა.

    1904 წელს მღვდელი წმინდა ანას III ხარისხის ორდენი მიიღო.

    1907 წელს მღვდელი აბრაამი დეკანოზის ხარისხში აიყვანეს.

    1912 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი მიიღო.

    1918 წელს დეკანოზი სიღნაღის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1925 წელს ბოდბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრად და სიღნაღის ოლქის მთავრხუცესად დაინიშნა.

    დეკანოზ აბრაამს, მიუხედავად მრავალი დევნა-შევიწროებისა ანაფორა არ გაუხდია და მღვდელმსახურება არ შეუწყვეტია. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე ზაქარიას ასული და შვილები: არჩილი, აარონი, აპოლონი და ელენე.

    დეკანოზი აბრაამი გარდაიცვალა 1932 წლის 16 ოქტომბერს და დაკრძალულია ბოდბის საერო სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1910-)

Awards and Honors

  • 1912 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1899 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Share: