Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ნადეჟდა (ნადე) ანტონის ასული სახოკია![]()
Biographyნადე კეკელია დაიბადა 1880 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, დეკანოზ ანტონ კეკელიას ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მამის მიერ დაარსებულ ბანძის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო და შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ეპარქიალურ სასწავლებელში, სადაც გაიცნო თედო სახოკია და ისინი დაქორწინდნენ კიდეც. ნადე და თედო ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად სოხუმში გადავიდნენ, სადაც თედო ქალაქის თვითმმართველობაში მუშაობდა, ხოლო ნადე სკოლაში მასწავლებლობდა. გარკვეული პერიოდი ნადე ეპარქიალური სასწავლებლის პედაგოგიც იყო. 1909 წლიდან ნადე კეკელია "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრი გახლდათ. მეუღლის დაპატიმრებისა და ციმბირში გადასახლების შემდეგ ნადე მარტო დარჩა. გადასახლებიდან გამოქცეულმა თედომ ცოლ-შვილი ბათუმში ინახულა და შეეცადა ისინი მასთან ერთად თურქეთში წაეყვანა, მაგრამ ვერ მოახერხა. ნადე კეკელია, ამ დროისთვის, უკურნებელი სენით, ჭლექით დაავადდა. ემიგრაციაში მყოფი მეუღლე იქიდანაც ზრუნავდა მეუღლის ჯანმრთელობაზე. სიცოცხლის ბოლო წლებში ნადე იძულებული გახდა ბანძაში, მამისეულ ოჯახში დაბრუნებულიყო. ნადესა და თედოს ჰყავდათ ორი შვილი: თინა და ვახტანგი. ნადე კეკელია 2018 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |