The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე მიხეილის ძე კანდელაკი

კონსტანტინე მიხეილის ძე კანდელაკი
Date of birth:1888
Date of death:1949  (at 61 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Educator

Biography

  კონსტანტინე კანდელაკი დაიბადა 1888 წელს ქუთაისში.

  1912 წელს იურევის (ტარტუ) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი დაამთავრა.

  1916 წლიდან ალექსანდროპოლის საკომერციო სასწავლებელში ასწავლიდა.

  1916 წლიდან კონსტანტინე კანდელაკი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ალექსანდროპოლის (გუმბრის) განყოფილების ნამდვილი წევრი.

  1931 წლამდე მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო შემდეგ ქუთაისის პოლიტექნიკურის სასწავლო ნაწილის და საექსტერნო კურსების გამგედ დაინიშნა.

  კონსტანტინე კანდელაკს ფიზიკის, მათემატიკისა და ასტრონომიის 13 სასკოლო სახელმძღვანელო ჰქონდა შედგენილი. ბოლოს დაბრმავდა, მაგრამ მაინც სახელმძღვანელოთა შედგენაზე მუშაობდა.

  1936 წლიდან საქართველოს „უსინათლოთა საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარედ მუშაობდა. დაჯილდოებული იყო მედლით „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“.

  კონსტანტინე კანდელაკი გარდაიცვალა 1949 წელს და დაკრძალულია ქუთაისში.

Member of Organizations

  • საქართველოს „უსინათლოთა საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილება, თავმჯდომარე (1936-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალექსანდროპოლის (გუმბრის) განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Awards and Honors

  • მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“

Bibliography


Share: