შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
თემურ ბეგ ალექსანდრეს ძე ხიმშიაშვილი (თავადი)![]()
ბიოგრაფიათემურ-ფაშა ხიმშიაშვილი დაიბადა 1860 წელს ხულოს რაიონის სოფელ ქოჩახში, ზემო-აჭარის უკანასკნელი მთავრის, გენერალ-მაიორ შერიფ ბეგ ხიმშიაშვილის ოჯახში. განათლება მამის დაქირავებულ კერძო მასწავლებლებთან მიიღო. რუსეთის იმპერიის მიერ აჭარის შემოერთების შემდეგ იგი ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელედ დაინიშნა. ოსმალეთის მთავრობამ კი მას ფაშას ტიტული მიანიჭა. 1877–1878 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის შემდეგ მეფის ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ხიმშიაშვილებისა და აჭარის სხვა ძლიერი და გავლენიანი ოჯახების წარმომადგენლები სხვადასხვა წოდებებით და თანამდებობებით მოეხიბლა. მეორე მხრივ კი, ეროვნული ერთიანობისა და ცნობიერების შესასუსტებლად, აჭარიდან მოსაშორებლად სხვადასხვა სასჯელით იმპერიის სხვადასხვა კუთხეში ასახლებდა. სწორედ ამ მიზნით გადაასახლეს თემურ ფაშა ქუთაისში, რომელმაც მთლიანად შეცვალა მისი შეხედულებები ხელისუფლების მიმართ. 1914-1918 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, თემურ ფაშამ დიდი ძალიხმევა დახარჯა, რათა ბათუმის ოლქი და მთლიანად აჭარის რეგიონი ოსმალეთის შემადგენლობაში დარჩენილიყო. 1818 წლის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით „ელვასე სელასე“, შავშეთის მხარე და მთლიანად იმერხევი, რომელიც 1878 წლის ომის მერე დედასამშობლოს დაუბრუნდა, კვლავ ოსმალეთის დმფარველობაში აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, აჭარლების დელეგაცია, თემურ ფაშას ხელმძღვანელობით, სტამბოლში სულთან ვაჰდედინთან შესახვედრად ჩავიდა. სულთანმა ისინი ილდიზის სასახლეში დიდი პატივით მიიღო და სიხარული გამოთქვა მათი კვლავ ერთად შეყრის გამო. შეხვედრის შემდეგ მან თემურ ფაშა, ამ დამსახურების გამო, პრივილეგიური ვერცხლის მედლით დააჯილდოვა და გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა. თემურ ფაშა 1915 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სენაკის გამგეობის წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. ეწეოდა ქველმოქმედებას, ბათუმში, თავის სახლში, ღარიბი აჭარელი ბავშვებისთვის სკოლა გახსნა, რომლის ხარჯებსაც თავად იღებდა. ასევე თავისი ხარჯებით თბილისიდან ჩამოჰქონდა ქართული წიგნები და რვეულები. თემურ ფაშას ჰყავდა 13 შვილი. მათ შორის თავისი განათლებითა და საქმიანობით გამოირჩეოდა სელიმ ბეგი, რომელსაც სამხედრო განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. სელიმის ერთ–ერთი ვაჟი – იაუზ ადჟარი გახლდათ თურქეთის რესპუბლიკის მეჯლისის (პარლამენტის) წევრი, რომელიც 1974 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ხიმშიაშვილების უმეტესი ნაწილი თურქეთში ადჟარის გვარს ატარებს, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს გვარი აჭარიდანაა. თემურ ფაშა გარდაიცვალა, სავარაუდოდ მოწამლეს, 1921 წელს 61 წლის ასაკში და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ქოჩახში თავისივე მამულში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |