შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
კირილე იესეს ძე ჯავახია![]()
ბიოგრაფიაკირილე ჯავახია დაიბადა 1871 წელს სენაკის მაზრის სოფელ გურძემში. მან წარმატებით დაამთავრა ახალსენაკის სასულიერო სასწავლებლის კურსი და თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა. მასზე, როგორც მომავალ ბელეტრისტზე დიდი გავლენა მოახდინა შესანიშნავმა მასწავლებელმა და ნიჭიერმა პროზაიკოსმა ვასილ ბარნოვმა, რომელიც იმ ხანებში სენაკის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. კირილე ჯავახია სხვადასხვა დროს მასწავლებლად მუშაობდა სამეგრელოს სოფლებში და მიუხედავად წინააღმდეგობებისა ენერგიულად განაგრძობს მასწავლებლობას დაწყებით სკოლებში, გამოდის ახალი სკოლების დაარსების ინიციატივით, ახერხებს გლეხების დარაზმვასა და აქტიურად ჩაბმას სკოლებისა თუ სხვა კულტურული დაწესებულებების მშენებლობაში და საიმედო ავტორიტეტი ხდება სოფლის ღარიბი მოსახლეობისათვის. მის სასკოლო–პედაგოგიურ მოღვაწეობაში აღსანიშნავია ქართული ენის დაცვა იმდროინდელ სამეგრელოს სკოლებში. ამასთანავე, როგორც მწერალი–ბელეტრისტი და კორესპონდენტი აქტიური თანამშრომელი იყო იმდროინდელი ქართული პერიოდიკისა, სადაც ბეჭდავდა მოთხრობებს, ნოველებს, სტატიებსა და კორესპონდენციებს. კირილე ჯავახია, მსგავსად ქართულ ლიტერატურაში ცნობილი სახელმოხვეჭილი ავტორისა, ერთხანს მღვდელიც იყო, რათა ხელისუფლების თვალში საეჭვო პირად არ გამოჩენილიყო. კირილე ჯავახია საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, რომ "წუთისოფლელი" მისი ფსევდონიმი იყო. მწერალმა თავის სიცოცხლეში არ ისურვა ფსევდონიმების ("კირილე წუთისოფლელი", "კ. წ–ს–ლელი", "სორტელი სტუმარი" და სხვ.) გახსნა. კირილე წუთისოფლელი სამწერლო ასპარეზზე 90–იანი წლებიდან გამოჩნდა. მის დაბეჭდილ თხზულებათაგან აღსანიშნავია: ისტორიული მოთხრობა "მოჯალაბე", "კონსტანტინე დადეშქელიანი", "სააღდგომო კაბა", "დატანჯული მნათობი" და პატარ–პატარა ნოველები, ესკიზები, ნობათები და სხვა, დაუბეჭდავებიდან კი: "ლევანის დრო", "ტახტის დამხობა", "ოლიკო" და "ორი დედა". მწერალს მასწავლებლობისთვის სიკვდილამდე არ დაუნებებია თავი. მხცოვანი მოღვაწე საბოლოოდ ახალსენაკში დამკვიდრდა, სადაც მისთვის ჩვეული ენერგიითა და ნაყოფიერებით განაგრძობდა სწავლა–აღზრდისა და მწერლობის სამსახურს. კირილე ჯავახია გარდაიცვალა 1945 წელს და დაკრძალულია სენაკში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |