The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დიონისე მაქსიმეს ძე გოგინავა

დიონისე მაქსიმეს ძე გოგინავა
Legal name:დიანოზ მაქსიმეს ძე გოგინავა
Date of birth:1883  (141 years)
Date of death:192?
Category:Religious leader

Biography

     დიონისე გოგინავა დაიბადა 1883 წელს მღვდლის ოჯახში. ეკუთნოდა აზნაურთა წოდებას. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი.

   1900 წელს მარტვილის სოფელ პირველი გურძემის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

   1903 წელს პირველი ალავერტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა და ამავე წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) სტიქარი უკურთხა.

   1904 წელს პირველი გურძემის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1917 წელს მღვდლად დაასხეს ხელი.

   1917 წლიდან მამა დიონისე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიუტად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1922 წელს კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს უშაფათის წმინდა გიორგისა და მუხაბუბის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრების წინამძღვრად იხსენიება.

   1923 წელს, სავარაუდოთ, ანაფორა გაიხადა, რადგან 1927 წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას თხოულობს. სენაკის მაზრის საბჭოთა საარჩევნო კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უფლებებში აღსადგენად წარდგენილ მოქალაქეთა სიაში მის შესახებ ვკითხულობთ: "მღვდლობა მიატოვა გასაბჭოების დღიდან. მასწავლებელია და საზოგადო მუშაკი. ხელისუფლებასთან სრულიად ლოიალურ განწყობილებაშია და საზოგადო საქმეებში ნაყოფიერ აქტიურ თანამშრომლობას ეწევა".

   1927 წლიდან სენაკის სამაზრო საარჩევნო კომისიის ოქმის სხვა ამონაწერში ვკითხულობთ: "მოისმინეს - ფოცხოს თემის მცხოვრებ, ყოფილი მღვდლის, მოქალაქე დიანოზ გოგინავას საარჩევნო უფლებებში აღდგენის შესახებ და დაადგინეს: ვინაიდან მოქ. დ. გოგინავას ხუთი წელია მღვდლობა მიტოვებული აქვს და დღეს ის წარმოადგენს საზოგადოებისათვის სასარგებლო მასწავლებელ-მუშაკს აღიძრას შუამდგომლობა სსსრ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის წინაშე მოქ. დ. გოგინავა აღდგენილ იქნეს საარჩევნო უფლებებში". იქვე არის მინაწერი - "აღდგენილ იქნას".

   დიონისე გოგინავას გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)

Bibliography


Share: