The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვლადიმერ დიმიტრის ძე ხოფერია

ვლადიმერ დიმიტრის ძე ხოფერია
Date of birth:1892
Date of death:7 March, 1942  (at 50 years)
Category:Agronomist, Inventor

Biography

   ვლადიმერ ხოფერია დაიბადა 1892 წელს სენაკის მაზრის სოფელ შხეფში.

   1912 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და დონის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1917 წელს დაამთავრა.

   ვლადიმერ ხოფერია ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო სენაკის რაიონის აგრონომად. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დირექტორად დანიშნეს.

   1923 წლიდან თბილისის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში აგროღონისძიებათა განყოფილების გამგედ გადაიყვანეს.

   1924 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების კათედრის ასისტენტად გადაიყვანეს, ხოლო 1932 წლიდან, უკვე დოცენტის წოდებით მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგედ. რამდენიმე წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტის მდივანი იყო, ხოლო შემდეგ გამგედ გადაიყვანეს და პროფესორ. კ.მ. ამირეჯიბთან ერთად შექმნა ორმოების სათხრელი მანქანა და ჩაის პლანტაციების დასამუშავებელი კულტივატორი. მან ჩაის თესლის დამახარისხებელი მანქანის საკონსტრუქციო პრინციპი ჩამოაყალიბა, ვიწრომწკრივებიანი თესვის მექანიზაციის ახალი საფუძველი და სხვა ინოვაციები.

    ვლადიმერ ხოფერიას ეკუთვნის რამდენიმე შრომა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში და შეადგინა სამანქანო პარკის ექსპლოატაციის სახელმძღვანელო.

    ვლადიმერ ხოფერია გარდაიცვა 1942 წლის 7 მარტს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების საბიბლიოთეკო სექციის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)

Bibliography


Share: