The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ტრიფონ ირაკლის ძე ხუნდაძე

ტრიფონ ირაკლის ძე ხუნდაძე
Legal name:ტროფიმე ირაკლის ძე ხუნდაძე
Date of birth:23 July, 1889
Date of death:16 November, 1977  (at 88 years)
Category:Historian, Scientist, Educator, Public Figure

Biography

   ტრიფონ ხუნდაძე დაიბადა 1889 წლის 24 ივლისს ოზურგეთის მაზრის სოფელ კალაგონში.

   1909 წელს ქუთაისის ქართული გიმნაზია დაამთავრა და მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები.

   1912 წელს რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

   1915 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, ქუთაისში დაბრუნდა და ქართულ გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   1919 წლიდან თბილისში გადავიდა და 1930 წლამდე საშუალო სკოლებში ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას.

   1930 წელს ტრიფონ ხუნდაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვიეს და საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიაში ლექციებს კითხულობდა. პარალელურად მეცნიერულ მუშაობას ეწეოდა.

   1938 წელს უნივერსიტეტში საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.

   1945 წელს ტრიფონ ხუნდაძე  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე მიიწვიეს.

   1948 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და ამავე წელს პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიის კათედრაზე, პროფესორის თანამდებობაზე დაინიშნა.

   ტრიფონ ხუნდაძის კვლევის საგანი იყო XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საზოგადოების აზროვნებისა და სახელმწიფო განათლების ისტორია. დაწერილი აქვს მთელი რიგი ნარკვევები: „ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკა საქართველოში“, „ნარკვევები სახალხო განათლების  ისტორიიდან საქართველოში“, „ცარიზმის საკოლონიზაციო პოლიტიკისათვის აფხაზეთში“, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ისტორიისათვის“ და სხვა.

   ტრიფონ ხუნდაძე გარდაიცვალა 1971 წლის 16 ნოემბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1961 - მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1948 - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

Bibliography


Share: