შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
სტეფანე გიორგის ძე უკლება![]()
ბიოგრაფიასტეფანე უკლება დაიბადა 1874 წელს. ცხოვრობდა ქუთაისში "ჯაჭვის ხიდთან" ორსართულიან სახლში. პირველ სართულზე ჰქონდა სახელოსნო, ამუშავებდა კრაველის ბეწვს და კერავდა ქუდებს და საყელოებს. ჰქონდა დიდი შეკვეთებიც: ნიკოლოზ მეორის პირადი დაცვისთვის კრაველის ქუდები და საყელოები. 1924 წელს დაუწვეს სახლი და სახელოსნო, რის შემდეგაც ოჯახით თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ჰყავდა მეუღლე ელისაბედ ალექსის ასული ჭეიშვილი და 4 შვილი: მარიამი, მაგდალინა, გიორგი და დავითი. სტეფანე უკლება გაედაიცვალა 1937 წელს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |