| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
ეკატერინე ივანეს ასული შიუკაშვილი![]()
Biographyეკატერინე შიუკაშვილი დაიბადა თელავის მაზრის სოფელ ზემო ხოდაშენში. იგი გახლდათ ცნობილი დრამატურგის, ნიკო შიუკაშვილის და. ეკატერინემ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიიღო. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ-ეკონომიური ფაკულტეტი. ჟენევაში სწავლის პერიოდში, ეკატერინე კაფე "ჰანდვინგში" ხშირად ესწრებოდა ლენინის, პლეხანოვისა და ლუნაჩარსკის გამოსვლებს. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ ჯავახიშვილთან და დავით სულიაშვილთან. ეკატერინე ფრანგული ენის პედაგოგი გახლდათ. ალექსანდრე სუმბათაშვილის თხოვნით, მან ფრანგულიდან რუსულად თარგმნა ჟიულ ლემეტრეს წიგნი თეატრზე. ეკატერინე შიუკაშვილი, როგორც ევროპული ენების საუკეთესო მცოდნე, კონსულტაციებს უწევდა უცხო ენებით დაინტერესებულ ახალგაზრდობას, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში გამომავალ ინგლისურ და ფრანგულ პრესასთან. 1919 წელს გაზეთ "The Georgian Messinger"-ში დაიბეჭდა მისი წერილი "საქართველოს ქალები", სადაც იგი წერდა: "რუსეთის იმპერიული რეჟიმის დამხობისას, ქართველი ქალები 1905 წელს მოღვაწე თავიანთ წინამორბედ ქალთა საგმირო საქმეების უბრალო შემყურეებად არ დარჩენილან. მრავალი ჩვენი თანამებრძოლი ქალი იყო მათ შორის, ვინაც იწვნია გააფთრებული თვითმპყრობელობის უკანასკნელი გაბრძოლების რისხვა. მაგრამ აქ, ამ ტრიუმფალურ ეპოქაში, როცა ჩვენი ქვეყანა თვისი გენიის გვირგვინში აწნავს დაფნის ახალ ფურცლებს, ქართველ ქალებს ორმაგად გვეზეიმება - ფერფლიდან აღმდგარ საქართველოს პარლამენტში ქალი დეპუტატები გვყავს!". ამავე წელს დაიბეჭდა მისი მიმართვა ინგლისელი ქალებისადმი. ერთ-ერთ ნომერში ეკატერინე შიუკაშვილი წერდა: „უმაღლესი განათლებაც აღარაა მხოლოდ პრივილეგირებულ ერთეულთათვის მინიჭებული მადლი, რადგანაც იგი სულ უფრო მიიჩნევა, როგორც აუცილებელი და საზოგადო რამ. ქართველ ქალთა რიცხვი, როგორც რუსულ, ისე ევროპულ უნივერსიტეტებში ყოველწლიურად იზრდება. ამრიგად, ქართველმა ქალებმა უფლებები არამხოლოდ თავიანთ ოჯახებში მოიპოვეს, არამედ ქართულ საზოგადო წრეებშიაც: სტიპენდიები თანაბრად იყოფა კაცებსა და ქალებს შორის". ეკატერინე შიუკაშვილის სახელთან დაკავშირებულია თელავში საბავშვო თეატრალური დასის ჩამოყალიბება. იგი თავადაც წერდა პიესებს, რომელთა გარკვეული ნაწილი იდგმებოდა კიდეც თელავის თეატრში. ეკატერინე გახლდათ მსახიობ მარინე თბილელის აღმზრდელი. სწორედ მას მიუცია თბილელისათვის პირველი როლები. ეკატერინე წერდა პიესებს, მოთხრობებს, ნოველებს, ლიბრეტოებს, ნაკვესებსა და კომედიებს. მან პიესად გადააკეთა ლევ ტოლსტოის "ანა კარენინა", დაწერა პასტორალი "მზე გვიცინის", "ყვავილნარში", საბავშვო პიესები: "მარიკოს ოინი", "ქობულეთში", "ჯიბგირი", "ღალატი", "ვაი-ორატორი". მას გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური წერილები ქალთა უფლებებისა და განათლების შესახებ. მასვე ეკუთვნის რამდენიმე წერილი თეატრის შესახებ. ეკატერინე შიუკაშვილმა თავისი საოჯახო ბიბლიოთეკის უნიკალური ფონდი ხელნაწერებთან ერთად თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს გადასცა. ეკატერინე შიუკაშვილი გარდაიცვალა 1967 წელს და დაკრძალოულია თელავში. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

