The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით სიმონის ძე მესხი

დავით სიმონის ძე მესხი
Other name:პუსა  (Pseudonym)
Date of birth:1 January, 1860
Date of death:26 December, 1943  (at 83 years)
Category:Playwright, Interpreter, Actor/Actress, Journalist, Public Figure

Biography

    დავით მესხი დაიბადა 1860 წლის 26 იანვარს ქუთაისში სიმონ მესხისა და მაგდანა მარჯანიშვილის ცამეტშვილიან ოჯახში. ამ ოჯახმა ქართულ კულტურას რამდენიმე მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მწერალი შესძინა.

   1860 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, მაგრამ ვერ დაამთავრა და თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. მწიგნობრობისა და თეატრის სიყვარული ბავშვობიდან მშობლების ოჯახიდან ჩაენერგა.

    სასცენო ასპარეზზე 1875-1878 წლებში ქუთაისში გამოვიდა თავის და-ძმასთან ერთად, ქართული სამუდამო დასის შექმნამდე. თავიდან იმერულ სახასიათო როლებს ასრულებდა, შემდეგ კი ყარაჩოღელებს სპექტაკლებში : „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ციმბირელი“ და „ხანუმა“.

    1879 წელს, თბილისის სამუდამო დასის ქუთაისში ჩასვლას დიდი აღტაცებით შეეგება და ყველანაირად ეხმარებოდა როგორც მსახიობი, დეკორატორი და მხატვარი. იგი მუდამ ქართული თეატრის წინსვლას ემსახურებოდა პიესების გადაკეთებით, თარგმნითა და წერით.

   1880-იან წლებში სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. მუშაობდა გაზეთ „დროებაში“ ჯერ ძმასთან სერგეი მესხთან, ხოლო შემდეგ ივანე მაჩაბლის რედაქტორობის დროს გაზეთის დახურვამდე, როგორც აქტიური მუდმივი თანამშრომელი. სარედაქციო მუშაობას ბეჯითად უძღვებოდა და ცენზორსაც თავზარს სცემდა, რათა მასალები არ აეკრძალა.

    დავით მესხი ძირითადად წერდა იუმორისტულ სცენებს, სატირიკულ ამბებს. საზოგადოებრივ საკითხთა შესახებ „იმერლის წერილების“ სათაურით აქვეყნებდა წერილებს ქვეყნის იმდროინდელ ჭირ-ვარამზე. ცნობილი იყო, როგორც „მახვილი კალმის პატრონი“.

   1908 წელს მისი  რდაქტორობით ქუთაისში გამოდიოდა გაზეთი „შრომა“, რომელიც, სამწუხაროდ, იმავე წელს გენერალ-გებურნატორის ბრძანებით  დაიხურა.

   1920 წლიდან დავით მესხი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი.

   დავით მესხი გარდაიცვალა 1943 წლის დეკემბრის თვეში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1920-)

Share: