The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ეფრემის ძე ოდიშელიძე

ალექსანდრე ეფრემის ძე ოდიშელიძე
Date of birth:15 March, 1875  (149 years)
Category:Artisan

Biography

   ალექსანდრე ოდიშელიძე, წარმოშობით დუშეთის რაიონიდან, დაიბადა 1875 წლის 15 მარტს უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში.

   საქართველოში, კერძოდ თბილისში, ხელოსნობა შეისწავლა და თბილისის სახელოსნო სასწავლებელი დაამთავრა. უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. 

   1905 წლიდან 1917 წლამდე ამიერკავკასიის რკინიგზაში მუშაობდა და წარმატების მიღწევამდე გრძელი გზა განვლო, მემანქანიდან ამიერკავკასიის რკინიგზის ნორმირების ბიუროს უფროსის მოადგილემდე.

   1917 წლიდან მოსკოვში ამიერკავკასიის რკინიგზის წარმომადგენლობაში განსაკუთრებულ დავალებათა ინჟინრად და ამიეკავკასიის მუშურ-გლეხური ინსპექსიაში სარკინიგზო გადაზიდვების ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობს. იყო რკინიგზის პროფკავშირების წევრი.

  1921 წლამდე და შემდეგაც სამსახურეობრივი მოვალების შესრულებისას თვეობით უხდებოდა საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება.  იგი ფლობდა რამდენიმე უცხო ენას: რუსულს, ფრანგულს და გერმანულს. 

    ალექსანდრეს ჰყავდა მეუღლე ლუდმილა ანდრიანოვა და ორი შვილი: გიორგი და თამარ ოდიშელიძეები.

   ალექსანდრე ოდიშელიძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ტატიანას ქუჩა N 11 (დღევანდელი ტოვსტონოგოვი)

Share: