The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ესტატეს ძე საკანდელიძე

ალექსანდრე ესტატეს ძე საკანდელიძე
Date of birth:1884
Date of death:1954  (at 70 years)
Burial location:ვანის რაიონი, სოფ.ინაშაური, თავის აშენებულ ეკლესიის ეზოში
Category:Businessmen

Biography

     ალექსანდრე საკანდელიძე დაიბადა 1884 წელს ვანის რაიონის სოფელ ინაშაურში.

    1900 წელს წავიდა ბაქოში, სადაც ცხოვრობდა 1920 წლამდე (გასაბჭოებამდე). 1916 წელს დაქორწინდა სოფელ ინაშაურში აზნაურ  ნინო ყიფიანზე, ჰყავდათ ოთხი შვილი, აქედან ერთი (ჯანსუღი) ბაქოში დაიბადა. მისი მეუღლე იყო ალი და ნინოს გმირის პროპოტიპი. კომუნისტებმა გააკულაკეს, ბუღალტრად ამუშავებდნენ კოლმეურნეობაში. ალექსანდრემ სოფელ ინაშაურში ააშენა ეკლესია.

     ალექსანდრე საკანდელიძე გარდაიცვალა 1954 წელს და დაკრძალულია სოფელ ინაშაურში თავისივე აშენებული ეკლესიის ეზოში მეუღლესთან ერთად.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

Share: