The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



რაჟდენ ბარნაბას ძე მელაძე

Date of birth:1901
Date of death:11 October, 1937  (at 36 years)
Burial location:უცნობია
Category:Educator, Entertainer

Biography

        რაჟდენ მელაძე დაიბადა 1901 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მათხოჯში. იგი 1927 წლიდან გახლდათ საქართველოს კპ(ბ) წევრი. პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით. მას ბრალად ედებოდა კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, რომელიც ამზადებდა ტერორისტულ აქტს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ. კ/რ ორგანიზაციაში 1934 წელს გადაიბირა ვარლამ ორაგველიძემ. ტროცკისტული იატაკქვეშეთის დავალებით ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას იდეოლოგიურ ფრონტზე... დაპატიმრებამდე იყო სოფლის მეურნეობის უმაღლესი სკოლის რექტორი. 

      დახვრეტის განაჩენი პირადი ქონების კონფისკაციით გამოტანილი იყო 1937 წლის 10 ოქტომბერს და 11 ოქტომბერს სისრულეში იქნა მოყვანილი.


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: