The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ (გიგო) წულუკიძე

გრიგოლ (გიგო) წულუკიძე
Date of birth:1834
Date of death:1 November, 1902  (at 68 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

   გრიგოლ წულუკიძე დაიბადა 1834 წელს. იგი გახლდათ პირველი ქართველი გეოლოგი და კავკასიის მკვლევარი.

   1855 წელს პეტერბურგის სამთო ინჟინერთა კორპუსის ინსტიტუტი დაამთავრა.

   1856-1858 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში ალაგირის ტყვია-ვერცხლის საბადოზე მუშაობდა.

   1858-1860 წლებში ურალსა სა ალთაიში იქაური სამთო წარმოებისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გასაცნობად იყო მივლენილი.

   1860-1886 წლებში კავკასიის სამთო სამმართველოში მუშაობდა და უმთავრესად ამიერკავკასიის რეგიონული გეოლოგიურ და სასარგებლო წიაღისეულ საბადოთა გეოლოგიურ საკითხებს იკვლევდა. 

   გრიგოლ წულუკიძემ ჩვენი ქვეყნის მადნეულობის კვლევა-ძიებას თუ შესწავლას დიდი ამაგი დასდო. მოიარა თბილისის, ქუთაისის, ერევნის, განჯისა და ბაქოს გუბერნიები, ბევრი მთა-ვაკე და იქაური მადნეულობანი დაწვრილებით აღწერა. კავკასიის შესახებ გეოლოგიურ შრომათა შორის წულუკიძეს ბევრი ნაშრომი აქვს, რომელზედაც დამყარებულია სამთო სამმართველოს მიერ ოფიციალურად გამოცემული ცნობანი. ჩვენი ქვეყნის დაწინაურებას ბუნებრივი სიმდიდრის მოხმარებასა და სამთამადნო მრეწველობის აყვავებაში ხედავდა, რის კვლევა-ძიებასაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შეალია. სახელნმწიფო სამსახურში სამთო ინჟინრად 25 წელი იმუშავა.

   1886 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა, მაგრამ კერძო პირთა მიწვევით პრაქტიკულ საქმიანობას მაინც განაგრძობდა. 

   გრიგოლ წულუკიძე გარდაიცვალა 1902 წლის 1 ნოემბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი

Share: