Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ევტიხი ხუნდაძე![]()
Biographyევტიხი ხუნდაძე დაიბადა 1889 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ კალაგონში, უღარიბესი გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი სწავლა-განათლება მიიღო სოფლის სკოლაში. 1908 წლიდან, ბაქოს ნავთის ქარხანაში მუშაობის დაწყებისთანავე, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და სხვადასხვა საწარმოში არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდა. 1919 წლიდან თბილისში ზეინკლად მსახურობდა ცეკავშირის მექანიკურ სახელოსნოში და პოლიგრაფტრესტის სტამბებში. 1928 წლიდან თბილისის აბრეშუმის ქარხანაში საქსოვი საამქროს მექანიკოსად დაიწყო მუშაობა. ევტიხი ხუნდაძემ თავისი გამოცდილებითა და დაუღალავი მუშაობით გამოიგონა: დგიმების საჭრელი მანქანა (რისთვისაც პრემია მიეცა), ავტომატური მასრა, რაც ზოგავდა მასალას, წუნს ამცირებდა და აბრეშუმის ნახვეწებს სრულიად სპობდა. ხუნდაძის გამოგონებებს საკავშირო მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული. ევტიხი ხუნდაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, 1930-იან წლებში Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |