The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიმონ ზაქარიას ძე წერეთელი

სიმონ ზაქარიას ძე წერეთელი
Legal name:სვიმონ ზაქარიას ძე წერეთელი
Date of birth:5 January, 1870
Date of death:27 December, 1952  (at 82 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართველთა სასაფლაო
Category:Military Person

Biography

   სვიმონ წერეთელი დაიბადა 1870 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ პერევისაში. მამამ სვიმონი და მისი ძმა ნესტორი დაწყებითი განათლების მისაღებად სოფლის სკოლაში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ სასულიერო სემინარიაში გააგრძელეს, საიდანაც ახალგაზრდა პროტესტანტები არეულობის მოწყობის გამო  გამოაძევეს.

    სვიმონ წერეთელმა საეკლესიო გზით სიარულს თავი დაანება, გიმნაზიის კურსის გამოცდები ჩააბარა და სამხედრო სკოლაში მოეწყო.

   1896 წლიდან სვიმონ წერეთელი რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში იდგა. მსახურობდა სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკში, შემდეგ ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში და შემდეგ სარაყაიშის სანაპირო რაზმში გადავიდა.

   1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომში სვიმონ წერეთელი კაპიტნი და ამით დამთავრდა კიდეც მისი კარიერა რუსეთის არმიაში.

   საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან რესპუბლიკის ჯარში პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა, დარიალის ხეობაში ბოლშევიკთა რაზმებს ებრძოდა და ამის გამო იგი თავის დაუძინებელ მტრად ჰყავდათ გამოცხადებული.

   1919 წლის აპრილში, ჩრდილოეთ კავკასიიდან დარიალის ხეობაში ბოლშევიკების შემოღწევის მცდელობა აღკვეთა, შემდეგ შტაბის უფროსის თანამდებობაზე მსახურობდა სოჭის ფრონტზე და დენიკინის ჯარების მიერ მცირე ხნით დატყვევებულიც იყო.

    1921 წელს ხელისუფლების შეცვლისა და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სვიმონი ოპოზიციურ იატაკქვეშეთში გადავიდა და კომუნისტურ ხელისუფლებას ემალებოდა.

   1924 წელს სვიმონმა  მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში და აჯანყებულებმა იგი სამხედრო ხელმძღვანელად დანიშნეს. დამარცხების შემდეგ ტყეში გაიხაზნა და მალევე საქართველოს დატოვება მოახერხა.  ცხოვრობდა საფრანგეთში, სოფელ ლევილში.

   სიმონ წერეთელი გარდაიცვალა 1952 წლის 27 დეკემბერს და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

Awards and Honors

  • 1915 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

Share: