The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიო ნიკოლოზის ძე კალანდაძე

სიო ნიკოლოზის ძე კალანდაძე
Other name:ხიდისთაველი  (Pseudonym)
Date of birth:3 February, 1888
Date of death:1969  (at 80 years)
Category:Writer, Public Figure, Philanthropist

Biography

    სიო კალანდაძე დაიბადა 1888 წლის 3 თებერვალს გურიის მაზრის სოფელ ხიდისთავში. წერა-კითხვა შინ დედამ შეასწავლა და ბასილეთის ორკლასიან სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ უსახსრობის გამო სკოლიდან გამორიცხეს. სკოლის გარეშე დარჩენილი სიო მამას ამოუდგა მხარში და იმავე დროს, წიგნების კითხვით, თვითგანვითარებას დაეწაფა.

   1902 წლიდან თბილისში ფიზიკური შრომით ირჩენდა თავს და თან ბეჯითად მეცადინეობდა. ამ პერიოდში განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება.

   სიო კალანდაძე საქართველოს პროლეტკულტის ტექნიკუმის ლიტგანყოფილების სტუდენტი იყო და პარტიული აქტივისტის კურსები გაიარა.

   1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი უფროსის განკარგულებით დააპატიმრეს.

   სიო კალანდაძე სამწერლო ასპარეზზე 1915 წლიდან გამოვიდა. წერდა კორესპონდენციებს, ლექსებს და მოთხრობებს მუშათა ყოფა-ცხოვრებიდან. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: „ეშმაკის მათრახი“, „Вечерний Тбилиси“, ჟურნალი „ოქტომბრელი“, „ჩირაღდანი“ და სხვა. მისი ლექსები გაბნეულია ჟურნალ-გაზეთებში, კრებულებში, ანთოლოგიებში და სახელმძღვანელოებში.

   1914 წლიდან სიო კალანდაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ხიდისთავის განყოფილების ნამდვილი წევრი. 

   1916 წელს მთაწმინდის ფარული კრების მონაწილეებთან ერთად ჟანდარმერიამ დააპატიმრა ციმბირში, ირკუტსკის გუბერნიაში გადაასახლა სამხედრო წესების მოხსნამდე, საიდანაც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა.

   1922-1929 წლებში ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურზე ტვირთმზიდავად მუშაობდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდი ქალაქის მეოთხე უბნის სახალხო მსაჯულის მოვალეობას ასრულებდა და რამდენჯერმე არჩეული იყო რაიონული საბჭოს დეპუტატად.

   1929 წელს საქართველოს შრომის კომისარიატში რუსეთის განყოფილების საშუამავლო ბიუროს გამგედ დაინიშნა. 1932 წელს საჯარო ბიბლიოთეკაში პარტორგად გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით კომენდანტად.

   1932 წელს სიომ თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ხიდისთავის თემის სასოფლო-სამეურნეო არტელს გადასცა. სოფელ ჭაჭიეთის არტელ „მაღალი ვაზის“ სამკითხველოს დაარსებისთვის ფულადი დახმარება გაუწია. ეხმარებოდა ხიდისთავის საშუალო სკოლას წიგნებითა და სხვა ლიტერატურით, სოფელ მეწიეთს სამკითხველოს მოწყობაში დაეხმარა .

   სიო კალანდაძე გარდაიცვალა 1969 წელს

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-1917)

Bibliography


Share: