შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ილია ზაქარიას ძე მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიაილია მგალობლიშვილი დაიბადა 1846 წელს მღვდლის ოჯახში. ეკუთვნოდა აზნაურის წოდებას. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია მე-2 ხარისხის დიპლომით. 1870 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და გორის მაზრის სოფელ კირბალის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში განამწესა. 1874 წელს ქარელის სოფელ ღოღეთის წმინდა თომა მოციქულის ტაძარში გადაიყვანეს. 1877 წელს სოფელ ოსიაურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაადგინეს. 1882 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1888 წელს სკუფია უბოძეს. 1898 წელს კამილავკა ეწყალობა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ზავდინის ოსურ სამრევლოში განამწესეს, საიდანაც 1906 წელს გათავისუფლდა. 1914 წლიდან მამა ილია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხიდისთავის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების ცხოვრებაში. მამა ილიას შემდგომი ბედი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |