The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსი ნიკოლოზის ძე ბაკურაძე

ალექსი ნიკოლოზის ძე ბაკურაძე
Date of birth:1850
Date of death:1920  (at 70 years)
Category:Religious leader

Biography

   ალექსი ბაკურაძე დაიბადა 1850 წელს რაჭის მაზრის სოფელ ზნაკვაში მედავითნის ოჯახში. ბაბუა მღვდელი გახლდათ. დაამთავრა ონის ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებელი. საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი შუამთის მონასტერში ეპისკოპოს გერონტისთან (პაპიტაშვილი) შეისწავლა.

   1867 წელს თბილისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული ტაძრის უშტატო მედავითნედ განამწესეს.

   1869 წელს ახალსოფლის წმინდა ნინოს ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1871 წელს ბოკოწინის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაადგინეს. 1877 წელს დიაკვნად აკურთხეს.

   1888 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და გულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   1891 წელს გომეწრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1899 წელს ფშავ-ხევსურეთის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.

   1900 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და იმავე წელს ხორხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.

   1904 წელს წილკნის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ეკლესიის მეორე მღვდლად დაადგინეს.

   1904 წელს სკუფია უბოძეს.

   1905 წელს წილკნის ეკლესიაში გაუქმდა მეორე შტატი და მამა ალექსი დროებით უადგილოდ დარჩა. 1906 წელს ისევ ხორხის ეკლესიაში დაინიშნა. მამა ალექსის ჰყავდა მეუღლე სოფიო ანდრიას ასული და შვილები: დავითი, ანა, ეფროსინე და გრიგოლი.

   1911 წელს დუშეთის მაზრის მე-2 ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.

   1912 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1914 წლიდან მამა ალექსი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დუშეთის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1916 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   მამა ალექსი, სავარაუდოთ, 1920 წელს გარდაიცვალა, რადგან ამ წელს ხორხის ტაძარში ახალი მოძღვარი დაინიშნა. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

Awards and Honors

  • 1916 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Share: